თავში

სვანური კოშკების რეაბილიტაცია დაიწყება

სვანური კოშკების რეაბილიტაცია დაიწყება
სვანური კოშკების რეაბილიტაცია დაიწყება

დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს კახა კალაძეს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიაწოდეს. ისინი სვანეთში დაგაგემილი რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ. ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს. 

პროექტი ლაღამის უბნის სრულ ურბანულ განახლებასა და უშგულის თემის სამი სოფლის სვანური კოშკების რეაბილიტაციას ითვალისწინებს; ასევე, შიდა ქუჩების, განათების, საინჟინრო კომუნიკაციების, პარკინგის მოწყობას. პროექტის დასრულების შემდეგ, გაჩნდება ახალი ტურისტული უბანი, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. მათ ექნებათ საშუალება, დაგეგმონ და განავითარონ მცირე ბიზნესი, გაჩნდება ახალი საოჯახო სასტუმროები და გააქტიურდება მრავალი ტიპის ეკონომიკური საქმიანობა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს, რომელსაც პროექტის ფარგლებში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system