თავში

ტაქსიში და კატერზე მოწევა იკრძალება

ტაქსიში და კატერზე მოწევა იკრძალება
ტაქსიში და კატერზე მოწევა იკრძალება

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება. 

ეს ყველაფერი არ არის, თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. 

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი მზად არის და მას პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგენენ.

დარღვევის შემთხვევაში ტაქსის და კატერის მძღოლები დაჯარიმდებიან 200 ლარით, კერძო ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანის დროს მოწევისთვის 50 ლარით.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.

პროექტის ავტორები არიან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და პირველი მოადგილე ლადო კახაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system