თავში

თამარ ბაჩალიაშვილი: ამოიგდე ეგ თავიდან, არ არსებობს, მსგავსი რამ არ არსებობს

თამარ ბაჩალიაშვილი: ამოიგდე ეგ თავიდან, არ არსებობს, მსგავსი რამ არ არსებობს
თამარ ბაჩალიაშვილი: ამოიგდე ეგ თავიდან, არ არსებობს, მსგავსი რამ არ არსებობს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები საჯაროვდება. ვიდეო და აუდიო ფაილები, რომელიც პროკურატურამ გასულ კვირას ჟურნალისტებს წარუდგინა, ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათმა" გამოაქვეყნა. 

აუდიო-ჩანაწერები თავად ბაჩალიაშვილის მიერაა გაკეთებული და იქ ძირითადად სამსახურში არსებულ გარემოზეა საუბარი. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დამზადებული ფაილების შინაარსიდან ირკვევა, რომ კომპანია "ზეგ"-ში მისთვის არა განვითარებაზე ორიენტირებული, ჩაგვრის მაპროვოცირებელი გარემო იყო შექმნილი. 

"ერთადერთი რაც მას შეიძლება ამოძრავებდეს არის ის, რომ უნდა უბრალოდ კარგი კომპანია, მას უნდა კარგი თანამშრომლები, რომლებსაც შემდეგ კარგად აპახავებს. მოკლედ, ის დებს დიდ რესურსს, რომ შემდეგ კარგად ამოიღოს ეს ყველაფერი. მას უნდა უბრალოდ კარგი კოლექტივი ნუ ხანდახან შეიძლება შენი წყალობით გართობაც.

ნინი მოდის ძალიან ამყად და თითქოს მართლა რამე უნდა გააკეთოს იქ, ჯდება მაგიდის თავში, ნიკა ეკითხება, შენ რას მიირთმევ ნინ? ნინ, ეს ხო არ გესიამოვნება? დავუშვათ, რომ ამას აკეთებს შენს გასამწარებლად, შენ ამაზე უნდა წამოეგო? მაინც ხო იცი, შეტოპვას რა მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ერთად იყვნენ, რა მერე შენ? მომეშალა კიდე ნერვები ნანაზე. სპეციალურად დამელოდა და დაელოდა ჩემს რეაქციას", - ამბობს ჩანაწერში ბაჩალიაშვილი. 

ჟურნალისტების თქმით, ფრაგმენტში საუბარი მის უშუალო ხელმძღვანელზე, ნიკა გეჯაძეზე და მასთან დაახლოებულ თანამშრომელზე, ნინი ტატანაშვილზე საუბრობს. 

"მე ვარ დედოფალი. მე ხომ ნიკასთან ერთად ვარ. ძალიან მძულხართ ორივე",- ამბობს ბაჩალიაშვილი ჩანაწერში. 

ის ასევე, სუიციდის მცდელობაზე და არამდგრად ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც საუბრობს. ამბობს, რომ ეცოდება მშობლები და ძმა, რომლებიც არ უნდა, რომ გააუბედუროს. 

"ისიც კი ვიცი, თავი როგორ მოვიკლა, მაგრამ მშობლები მეცოდებიან, გიო მეცოდება ძალიან. წარმოვიდგენ ტყეში უნდა ამოვიდნენ და იქ მნახონ. არ მინდა, არ მინდა ასეთი ტკივცილისთვის გავიმეტო და მთელი ცხოვრება გავაუბედრო.

კეთილი ინებე და როგორც წესია ისე მოიქეცი. დაივიწყე. ამოიგდე. აღარ დაუშვა, აღარ დაუშვა, რომ შეიძლება მოგწონდა ოდესმე, ან იქნებ მოეწონო ოდესმე. ამოიგდე ეგ თავიდან. ამოიგდე. არ არსებობს. მსგავსი რამ არ არსებობს. ეს ყველაფერი იყო შენი წარმოსახვის ნაწილი. რა ვერ გაიაზრე, რომ ხარ პატარა ბავშვი, რომელიც ცხოვრობს ვარდისფერ სამყაროში, რომელსაც ყველაფერი უნდა იყოს ლამაზი, უსიყვარულოდ ცხოვრება არ შეუძლია. არა. დაივიწყე. ნახვამდის. შენ არ ხარ ეგეთი ქალბატონი და ვერ იქნები და შენი ცხოვრება არ წარიმართება ასე დროა შეეგუო ამას. არ იქნება ნიკა, არ იქნება. არ არის შენი ცხოვრება ამაზე დამოკიდებული? ხვდები? აღარ დაუშვა, რომ რაიმე შეიძლებოდა", - ამბობს ბაჩალიაშვილი ჩანაწერების გავრცელებულ ნაწილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system