თავში

"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის მეხსიერების ბარათი დაკარგულია"- კაპანაძე

"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის მეხსიერების ბარათი დაკარგულია"- კაპანაძე
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის მეხსიერების ბარათი დაკარგულია- კაპანაძე

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის მეხსიერების ბარათი, ე.წ. ფლეშკა დაკარგულია - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე გადაცემა "მტავარ აქცენტებში" საუბრობს და ამბობს, რომ მეხსიერების ბარათი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მნიშვნელოვანი დეტალია.

ჟურნალისტის თქმით, მეხსიერების ბარათი სავარაუდოდ იმ კომპიუტერთან ერთად იყო, რომელიც პოლიციამ ბაჩალიაშვილის სახლიდან ამოიღო.

"დაკაგულია დღემდე თამარ ბაჩალიაშვილის მეხსიერების ბარათი (ფლეშკა), რომელიც დიდი ალბათობით თან ახლდა იმ კომპიუტერს, რომელიც ჯერ კიდევ მანქანის პოვნამდე ამოიღო ბაჩალიაშვილის სახლიდან პოლიციამ," - აცხადებს კაპანაძე

გადაცემაში, ფლეშკის არსებობას გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, თამარს სულ ორი მეხსიერების ბარათი ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system