თავში

თამარ გაბუნიამ განმარტა, ვის შეუძლია ბინაზე ვაქცინის გაკეთება

თამარ გაბუნიამ განმარტა, ვის შეუძლია ბინაზე ვაქცინის გაკეთება
თამარ გაბუნიამ განმარტა, ვის შეუძლია ბინაზე ვაქცინის გაკეთება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბინაზე ვაქცინაცია მხოლოდ მწოლიარე პაციენტებისთვის ხორციელდება. გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე ასეთი პაციენტებისთვის ვაქცინაცია დაშვებულია მხოლოდ "სინოფარმისა" და სინოვაკის ვაქცინებით, თუმცა არ გამორიცხა, რომ ეს შესაძლებლობა "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" მსურველებზეც გავრცელდეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, იმ მოქალაქეებმა, რომელთაც მსგავსი მომსახურეობის მიღება სურთ, უნდა დარეკონ 15 22-ზე.

"ბინაზე აცრა მობილური ჯგუფების საშუალებით არის მხოლოდ საწოლს მიჯაჭული ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, არიან მწოლიარე და მათი გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ხერხდება. ამ მოქალაქეებისგან ჩვენ ვიღებთ დიდი ხანია 15 22-ზე შეტყობინებებს ვაქცინაციის ბინაზე ჩატარებასთან დაკავშირებით და მიმდინარე პერიოდში ტარდება ვაქცინაცია "სინოფარმითა" და "სინოვაკით", თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ეს "ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინაზეც გავრცელდეს.

მობილური ჯგუფი მიდის ბინაზე სასწრაფო გადაუდებელ დახმარების სამსახურთან ერთად, ბინაზე ტარდება ვაქცინაცია, იქ რა თქმა უნდა, დაკვირვების პერიოდიც არის გათვალისწინებული. აჭარაც გააქტიურებს ამ სერვისს მოკლე ხანში და ასევე, შესაძლებელი იქნება სხვა რეგიონებშიც," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system