თავში

თამაზ ხომასურიძე შეურაცხადია - ექსპერტიზის დასკვნა

თამაზ ხომასურიძე შეურაცხადია - ექსპერტიზის დასკვნა
თამაზ ხომასურიძე შეურაცხადია - ექსპერტიზის დასკვნა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად ცნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო ავრცელებს.

დასკვნის შედეგად, სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს თამაზ ხომასურიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.

თამაზ ხომასურიძეს სამკურნალოდ, აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს პატიმრობა 12 სექტემბერს შეეფარდა. გამოძიება მას ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეებზე განხორციელებულ მუქარასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ედავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system