თავში

თამილა ლაფანიშვილის ინფრომაციით ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება

თამილა ლაფანიშვილის ინფრომაციით ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება
თამილა ლაფანიშვილის ინფრომაციით ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება

დე ფაქტო ცხინვალის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, მას პრემიერ-მინისტრის აპარატიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ შეიმქნება საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ლაფანაშვილი ამბობს, რომ მიეწოდა ინფორმაცია, თუ რას აკეთებს სახელმწიფო და სხვადასხვა ორგანოები ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს მათაც, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები. მეც გავუზიარე ის, თუ რას ვაპირებთ ოჯახი. ძალიან სასიამოვნოა, რომ უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი მაინც გვეყოლება. იმდენად არაორდინალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით ყველანი, რომ ძალიან მძიმეა ეს ოჯახისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ჩვენთვის ძალიან დიდი წნეხია. გარდა იმისა, რომ წნეხია, როგორც საზოგადოებრივი აზრის ყველანაირი გათვალისწინებით,ასევე იმით, რომ ჩვენ ტყვე გვყავს გამოსახსნელი საპყრობილედან, ამისთვის ვმუშაობთ“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა. 

დაკავებული ექიმის მეუღლის თქმით, მას სახელმწიფო ორგანოები უმოქმედობაში არასდროს დაუდანაშაულებია. მას იმედი აქვს, რომ სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოების ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. 

„არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ. მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს. პირიქით, პირველივე დღიდანვე არიან ჩართულები, აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი. შედეგი ეს არის ვაჟას გათავისუფლება. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ბერკეტები უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა და ყველა მხარში მიდგას. ვფიქრობ, როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე საზოგადიების ძალისხმევა გაამართლებს“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, 20 დეკემბერს ჩანიშნულ ე.წ. სასამართლო სხდომაზე მის მეუღლეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ.

„ამჯერად, ყველა ველოდებით პარასკევს, რადგან სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასიკეთოდ გადაწყდება ეს ყველაფერი და საბოლოოდ ვაჟა გათავისუფლდება“ ,- განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თამილა ლაფანაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system