თავში

ვახტანგ გომელაურმა 9-შვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა - PHOTO

ვახტანგ გომელაურმა 9-შვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა - PHOTO
ვახტანგ გომელაურმა 9-შვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა - PHOTO

შინაგან საქმეთა მინისტრი სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს რეგიონული უზრუნველყოფის წალკის განყოფილების დამხმარე მოსამსახურეს, 9-შვილიან დედას - ელისო ანსიანს წალკაში, სახლში ესტუმრა. 

ვახტანგ გომელაურმა მას დედის დღე პირადად მიულოცა, საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.

მინისტრმა მრავალშვილიან თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ, ელისო, დედის დღეს. თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთადერთი 9-შვილიანი დედა ბრძანდებით. ასევე, გვყავს ორი 8-შვილიანი დედა. 9 შვილი - ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. მინდა, გისურვოთ ბევრი სიხარული, ბევრი წარმატება თქვენ, თქვენს შვილებს და მთლიანად თქვენს ოჯახს“, - მიმართა ვახტანგ გომელაურმა მრავალშვილიან დედას.

შინაგან საქმეთა მინისტრი ელისო ანსიანის მეუღლესა და შვილებს გაესაუბრა. მათ შორის ყველაზე უფროსი - თინათინი 23 წლისაა, ყველაზე უმცროსი - მარკოზი კი 6 წლის. ელისო ანსიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2017 წლიდან მუშაობს.

„ძალიან ემოციური დღე იყო დღეს ჩემთვის. მინისტრი ჩამოვიდა, პირადად, რომ დედის დღე მოელოცა, ჩემს ხელმძღვანელებთან ერთად. 4 წელია, რაც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას, თანადგომას და დაფასებას ხელმძღვანელებისგან. დღეს, ასე მოულოდნელად რომ მოვიდნენ, ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა ელისო ანსიანმა მინისტრის სტუმრობის შემდეგ.

ვახტანგ გომელაურის სახელით, მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მინისტრის მოადგილეებმაც მიულოცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system