თავში

თანაშემწის გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ბრალდებული დეპუტატი პირველ კომენტარს აკეთებს 

თანაშემწის გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ბრალდებული დეპუტატი პირველ კომენტარს აკეთებს 
თანაშემწის გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ბრალდებული დეპუტატი პირველ კომენტარს აკეთებს 

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია ჯიშკარიანი პირველ კომენტარს აკეთებს. საკრებულო დეპუტატი აცხადებს, რომ მას თანაშემწემ ცილი დასწამა. ჯიშკარიანის თქმით მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო.

„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ. კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system