თავში

თათია შარანგია: რაც მე გადავიტანე, არ გადაიტანოს არცერთმა მშობელმა

თათია შარანგია: რაც მე გა­და­ვი­ტა­ნე, არ გა­და­ი
თათია შარანგია: რაც მე გადავიტანე, არ გადაიტანოს არცერთმა მშობელმა

სა­ქარ­თვე­ლოს მე-2 პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ყო­ფი­ლი რძა­ლი, თა­თია შა­რა­ნ­გია Facebook-ზე შვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ წერს.

მისი თქმით, ბავშვი აუზში ჩავარდა და მისი გადარჩენა გადაუდებელი პირველადი დახმარების დროული აღმოჩენით მოხერხდა. 

"ვეც­დე­ბი სი­ტყვებს თავი მო­ვუ­ყა­რო.. რაც მე გა­და­ვი­ტა­ნე, არ გა­და­ი­ტა­ნოს არ­ცერ­თმა მშო­ბელ­მა. ღმერ­თს მად­ლო­ბა! ან­დრუ­შა მე­ო­რედ და­ი­ბა­და ჩემს თვალ­წინ, მა­მა­მი­სის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. წინა ღა­მეს ამ­ბობ­და, ეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა-მა­მი­კომ მა­ჩუ­ქაო. სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და თურ­მე.

ან­დრუ­შა აუზ­ში ჩა­ვარ­და, კა­მე­რის გა­რე­შე. წყლი­დან მე ამო­ვიყ­ვა­ნე, წყალ­ნაყ­ლა­პი... დე­ტა­ლებს ვერ მოვ­ყვე­ბი... რაც შევ­ძე­ლი შემ­ზა­რა­ვი კი­ვი­ლი და არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი იყო. ამ ყვე­ლა­ფერს ხე­დავ­დნენ ედუ და სანი. ვერ გად­მოვ­ცემ მათ ცრემ­ლებს და უდი­დეს, წარ­მო­უდ­გე­ნელ ემო­ცი­ებს. მუხ­ლებ­ზე მდგო­მი იძახ­დნენ "ღმერ­თო, გა­და­არ­ჩი­ნე ჩემი ძმა"... უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჰო­ლი­დე­ი­ნის თა­ნამ­შრო­მელს - ლუკა მურ­ვა­ნი­ძეს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სწრა­ფი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი რე­აქ­ცი­ით თვალ­წინ მა­ჩუ­ქა შვი­ლი. არ ვიცი, სა­ი­დან გაჩ­ნდა წა­მებ­ში იქ, უში­შა­რი, გამ­ბე­და­ვი... ის, რომ არა, მე ვხე­დავ­დი რა მე­მარ­თე­ბო­და. რომ შეგ­ვეძ­ლოს და­უ­ნა­ნებ­ლად ვა­ჩუ­ქებ­დით სი­ცო­ცხლის წლებს. მეც და სან­დროც.

დიდი მად­ლო­ბა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გი­ორ­გი გორ­გი­ჯა­ნი­ძეს, ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას... მად­ლო­ბა ზე-პრო­ფე­სი­ო­ნალ ექი­მებს. რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით ექ­ცე­ვი­ან ან­დრუ­შას. მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას, მა­კას,ელე­ნეს, ნა­ნას. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ექთ­ნებს - ლი­ზის, ქე­თის, ანას...

მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც ილო­ცეთ ჩემი შვი­ლის­თვის... მად­ლო­ბა ჩემს მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც 3 წუთ­ში გაჩ­ნდნენ ჰო­ლი­დე­ინ­ში... დე­და­ჩე­მის თვა­ლებ­ში ვკი­თხუ­ლობ­დი იმედს. მად­ლო­ბა ჩემს გა­რე­მოც­ვას, მთელ არ­მი­ას რო­მე­ლიც იაშ­ვი­ლის ეზო­ში იდგა და ჩვენ­თან ერ­თად ნერ­ვი­უ­ლობ­და. ჩვენს შვილს ორი და­ბა­დე­ბის დღე აქვს. ჩემს თვალ­წინ, ჩემს თვალ­წინ ის მე­ო­რედ და­ი­ბა­და. ალ­ბათ ამ შემ­ზა­რავ წუ­თებს ვე­რას­დროს გა­ვიხ­სე­ნებ ცრემ­ლე­ბის ზღვის გა­რე­შე. მაგ­რამ მად­ლო­ბე­ლი და უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ რომ ის ჩემს გვერ­დით არის და რაც მთა­ვა­რია ჯან­მრთე­ლი... სი­კე­თე არ იკარ­გე­ბა და პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ის კარ­თან მდგომ­მა ვთქვი, რომ რაც კი სი­კე­თე გა­უ­კე­თე­ბია სან­დროს, მა­მა­ჩემს, ზო­გა­დად ჩემს ოჯახს, ბუ­მე­რან­გი­ვით და­მიბ­რუნ­და შვი­ლის მე­ო­რედ და­ბა­დე­ბით...

არა­ფე­რია ჯან­მრთე­ლო­ბის ფასი... ერ­თმა უყუ­რა­დღე­ბო წუთ­მა შე­იძ­ლე­ბა ტრა­გე­დი­ად აქ­ცი­ოს ჩვე­ნი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა. გა­ვუფრ­თხილ­დეთ შვი­ლებს, ყვე­ლა წუთი ვა­ჩუ­ქოთ მათ. სხვა ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნია. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან დაგ­ვა­ფიქ­რა ცხოვ­რე­ბა­ზე და ბევრ რა­მეს სხვა­ნა­ი­რად შეგ­ვა­ხე­და. 18 აგ­ვის­ტოს მოგ­ვი­ლო­ცეთ ამი­ე­რი­დან მთელ ოჯახს და­ბა­დე­ბის დღე. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა," - წერს თათია შარანგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system