თავში

თავდაცვის ძალების კიბერუსაფრთხოების გუნდმა კიბერსწავლება გაიარა

თავდაცვის ძალების კიბერუსაფრთხოების გუნდმა კიბერსწავლება გაიარა
თავდაცვის ძალების კიბერუსაფრთხოების გუნდმა კიბერსწავლება გაიარა

საქართველოს თავდაცვის ძალების კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა აშშ-ის სხვადასხვა შტატების ეროვნული გვარდიებისა და სხვა მონაწილე ქვეყნებისგან შემდგარ 12 გუნდთან ერთად კიბერსწავლება "პეინტბოლ 2021"-ში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა. 

"აღნიშნული კიბერსავარჯიშო ხელს უწყობს, როგორც მონაწილეების ტექნიკური უნარ-ჩვევების შემოწმებასა და განვითარებას, ასევე ურთიერთობების გაღრმავებას მიჩიგანის შტატის ეროვნულ გვარდიასა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში

სწავლება რეალური გარემოს იმიტირების გზით ითვალისწინებდა სხვადასხვა სახის კიბერუსაფრთხოების ოპერაციების წარმოებას, რაც ზრდის ბიუროს ტექნიკური პერსონალის შესაძლებლობებს და ჯამში პოზიტიურ გავლენას ახდენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობებზე.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system