თავში

თავდაცვის ძალების საპარაშუტე მომზადების სკოლა მსმენელებმა დაასრულეს

თავდაცვის ძალების საპარაშუტე მომზადების სკოლა მსმენელებმა დაასრულეს
თავდაცვის ძალების საპარაშუტე მომზადების სკოლა მსმენელებმა დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალების საპარაშუტე მომზადების სკოლი მსმენელებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა სტატიკური პარაშუტის ხტომით დაასრულეს. მათ ხტომები ტვირთითა და იარაღით შეასრულეს. სკოლის ინსტრუქტორებმა რეინჯერების ხტომა დადებითად შეაფასეს. 

3 კვირის განმავლობაში ნატოს სტანდარტის სამხედრო სპეციალისტის პროგრამას სპეციალური ოპერაციების ძალების 30 რეინჯერი ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში გადიოდა. პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, რომელიც მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომასა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა.

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა 2000 წლიდან ფუნქციონირებს. საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system