თავში

თავდაცვის ძალებს საარტილერიო სწავლება ჩაუტარდათ

თავდაცვის ძალებს საარტილერიო სწავლება ჩაუტარდათ
თავდაცვის ძალებს საარტილერიო სწავლება ჩაუტარდათ

ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის ძალებს საარტილერიო სწავლება ჩაუტარდათ. დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა დასკვნით წვრთნაში სადაზვერვო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება უზრუნველყო. მათ საბრძოლო წყობაში გაშლა და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელეს.

საარტილერიო სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე სადაზვერვო ჯგუფებმა, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა განახორციელეს; მეორე ეტაპი კი, ბატალიონის შემადგენლობაში წვრთნას და შეფასებას მოიცავდა.

დასკვნით საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობის და მე-6 საარტილერიო ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system