თავში

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, დღეს მას 38 წელი შეუსრულდებოდა - თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ჯუანშერ ბურჭულაძემ არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ცნობისთვის, სამი წლის წინ, 2018 წლის 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system