თავში

"თავდაცვის რეჟიმში ჩავდექი, არ დავაჭერინებ თავს-თქო" - რა შეემთხვა გიგა მაქარაშვილს

"თავდაცვის რეჟიმში ჩავდექი, არ დავაჭერინებ თავს-თქო" - რა შეემთხვა გიგა მაქარაშვილს
თავდაცვის რეჟიმში ჩავდექი, არ დავაჭერინებ თავს-თქო - რა შეემთხვა გიგა მაქარაშვილს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

როგორც მაქარაშვილი წერს, მას ავტომობილი გაუფუჭდა, სამართალდამცველებმა კი დახმარება აღმოუჩინეს. 

სამოქალაქო აქტივისტი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოლიციელებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მათ საჯარო მადლობას უხდის.

"გაგანია პიკის საათში გამიფუჭდა მამაჩემის ძველისძველი მანქანა.

მოცვივდნენ რამდენიმე წამში!

ჩვევისამებრ თავდაცვის რეჟიმში ჩავდექი, არ დავაჭერინებ თავს-თქო. 

ოქრო ხალხი აღმოჩნდა, მე საჭესთან ვიჯექი, მიმაგორებინეს მანქანა, ბენზონასოსის გამოცოცხლება მასწავლეს, კეთილი გზა მისურვეს და წავიდნენ.

დამვიწყებია, როგორი უნდა იყოს პატრული.

მადლობა ბიჭებო", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system