თავში

თავდაცვის სამინისტრომ მუსლიმ ჯარისკაცებს ჯიბის ყურანი გადასცა

თავდაცვის სამინისტრომ მუსლიმ ჯარისკაცებს ჯიბის ყურანი გადასცა
თავდაცვის სამინისტრომ მუსლიმ ჯარისკაცებს ჯიბის ყურანი გადასცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მუსლიმ ჯარისკაცებს ჯიბის ყურანი გადასცა. ინფორმაციას საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ავრცელებს.

საზეიმო ღონისძიება სენაკის დასავლეთ სარდლობის მეორე ბრიგადის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.

ჯარისკაცებისთვის ყურანის გადაცემის ღონისძიებას, დასავლეთ სარდლობის მეთაური ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, სერჟანტი გიორგი სურმანიძე, საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, სამუფთოს ფეთვის განყოფილების ხელმძღვანელი რეზო მიქელაძე და ბრიგადის სამლოცველოს იმამი ზებურ ხოზრევანიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. ყურანის გადაცემის შემდეგ, მუფთმა სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, მოახლოებული რამადან ბაირამი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system