თავში

"თავში ხმები მესმის, რა ვუყო ამ ხმებსო.. მკვლელობაზეც ეწერა " - რა წერია გაუჩინარებული გოგოს წერილში

"თავში" - რა წერია გაუჩინარებული გოგოს წერილში
თავში ხმები მესმის, რა ვუყო ამ ხმებსო.. მკვლელობაზეც ეწერა  - რა წერია გაუჩინარებული გოგოს წერილში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან ორი დღის წინათ გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის შესახებ მისი კლასელები საუბრობენ.

როგორც,  17 წლის გოგოს თანაკლასელი ჰყვება, მარიამ ბურჭულაძე ჩაკეტილი ბავშვი იყო და მათთან კონტაქტი არ ჰქონდა. 

"ჩვენთან გადმოვიდა მე-9 კლასში, რამე უცნაურობა არ შეგვიმჩნევია, მშვიდი ბავშვი იყო. სულ იყო ტელეფონში, არ გვეკონტაქტებოდა... სულ ვცდილობდით, გვემეგობრა, მაგრამ არ ჰქონია ჩვენთან კონტაქტი. ჩაკეტილი იყო. მისთვის იყო ტელეფონში და იცინოდა", - ამბობს გოგონას კლასელი.

მარიამის თანაკლასელების თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ  გაუჩინარებამდე მარიამ ბურჭულაძემ წერილი დატოვა, სადაც რამდენიმე ადამიანის მკვლელობაზე საუბრობს.

"მის ოთახში იყო წერილი, ეწერა, რომ ჩემს თავში ხმები ისმისო და რა ვუყო ამ ხმებსო. რაღაცა მკვლელობაზეც ეწერა, რომ 7-ს თუ არა, 6-ს კაცს მაინც მოვკლავო და ინიციალებით ეწერა პირველი ასოები - მასწავლებლის ინიციალები ეწერა და მკვდარი კაცი ეხატა, ხელმოჭრილი. ჩემს მისიას ავასრულებო, ინგლისურად ეწერა 2 ფურცელზე.

ის კი მქონდა შემჩნეული, რომ ბოლო 1 თვე დადიოდა სკოლაში, მანამდე არ უვლია და ჩემი აზრით დაგეგმილი ჰქონდა რომ წასულიყო", - ამბობს ერთ-ერთი კლასელი. ინფორმაციას  "Rustavi 2" ავრცელებს 

ცნობისთვის, გურიაში, სოფელ შემოქმედში სკოლის მოსწავლეს უკვე მესამე დღეა ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით ის ბოლოს კამერებმა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system