თავში

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის დასახლების, შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, გორგასალის, დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის II ქუჩის, დიდი ხეივნის, ორთაჭალის, ხეივნის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურის და ახალი რეხის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, უჩა ჯაფარიძის, ტოგო გუდავას, ხომლის, ანდრო ჭილაიას და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მგალობლიშვილის, ზოვრეთის, კონსტანტინე კაპანელის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system