თავში

თბილისში ხანძარი გაჩნდა

თბილისში ხანძარი გაჩნდა
თბილისში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ცხრა ნომერში, იტალიურ ეზოში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას ეკიდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, 12 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system