თავში

თბილისში მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა
თბილისში მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა. 

მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. 

დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system