თავში

თბილისში, დღეს, 22:00 საათიდან წყლის მიწოდება შეწყდება

თბილისში, დღეს, 22:00 საათიდან წყლის მიწოდება შეწყდება
თბილისში, დღეს, 22:00 საათიდან წყლის მიწოდება შეწყდება

თბილისში წყალმომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, წყლის მიწოდება დღეს, 22:00 საათიდან შეწყდება.

"წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში განახლდება სატუმბო სადგურის ინფრასტრუქტურა და ასევე დამონტაჟდება დამატებითი ტუმბო-აგრეგატები.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, დღეს, 28 აპრილის 22:00 საათიდან, 29 აპრილის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის N82, 83, 84, ნაფეტვრების გზის ქუჩას, უნივერსიტეტის და ფხაკაძის ქუჩებს, ბაგების კორპუსებს, ბაგების დასახლებას.

კაკლების დასახლებას, ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას და შესახვევებს, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში - ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს, კოჯორს.

დაბა წყნეთს,ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system