თავში

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება

 თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე, 10 აგვისტოს ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოძრაობა ჩაიკეტება, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი №1 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, დაგეგმილია ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა ჭიშურას ხიდზე, რაც საჭიროებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე, გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძამდე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას 2020 წლის 10 აგვისტოს ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნიკეას ქუჩის გავლით თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით," - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system