თავში

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას კახი კავსაძის სახელი მიენიჭა

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას კახი კავსაძის სახელი მიენიჭა
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას კახი კავსაძის სახელი მიენიჭა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისში რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხს დაუჭირა მხარი.

საკრებულოს ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევს, მსახიობ კახი კავსაძის სახელი მიენიჭა. 

კახი კავსაძე მიმდინარე წლის 27 აპრილს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი "იპო".

2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system