თავში

თბილისის 119-ე სკოლაში ხმაურია, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი

თბილისის 119-ე სკოლაში ხმაურია, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი
თბილისის 119-ე სკოლაში ხმაურია, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი

თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში ხმაურია, შეჩერებულია სასწავლო პროცესი. მასწავლებლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ის სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

თავად დირექტორის მოვალეობის შესრულებელი ამბობს, რომ ის გლდანში ენმ-ს წარდგენილი გამგებლობის კანდიდატის ნათესავია და მის ნაცვლად თანამდებობაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერს ნიშნავენ.

"დიახ, ზუსტადაც, ეს უკავშირდება მოახლოებულ მეორე ტურს, მე გახლავართ გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატის დეიდა, რომელიც წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ და მოვალეობის შემსრულებლად ამ ეტაპზე სკოლაში უშვებენ პიროვნებას, რომელიც არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი" - ამბობს თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე.

მასწავლებლების თქმით, მათ იცოდნენ, რომ ბრეგვაძე მოვალეობის შემსრულებელი იყო და სკოლაში იგეგმებოდა დირექოტრის დანიშვნა, თუმცა მათივე თქმით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ აღნიშნულ პოზიციაზე კვალიფიციური კადრი დაინიშნებოდა, რაც არ გამართლდა.

სკოლის კოლექტივი ამბობს, რომ დირექტორის მოვალების შემსრულებელი არასერტიფიცირებული პირით შეცვალეს.

მათივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ განათლების სამინისტროსთან არ ექნებათ კომუნიკაცია და კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს არ გასცემენ. 

თავად თეა ბრეგაძე კი განმარტავს, რომ მისი შემცვლელიც დროებით შეასრულებს დირექტორის მოვალეობას. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გახდა მოვალეობის შემსრულებლის ჩანაცვლება საჭირო, როცა ორივე მათგანი თანაბრად აკმაყოფილებს საჭირო კრიტერიუმებს. 

მომხდარის შემდეგ 119-ე საჯარო სკოლაში "ქართული ოცნების" ავჭალის შტაბის წარმომადგენელი ანდრია კაპანაძე მივიდა, მის გამოჩენას სკოლაში დაპირისპირება მოჰყვა.

კაპანაძე ამბობს, რომ მას მოქალაქეებმა სთხოვეს, რომ მისულიყო და სკოლისთვის დაეხედა.

თანამდებობიდან გათავისუფლებული თეა ბრეგვაძის თქმით, სკოლაში, ანდრია კაპანაძის მისვლა, ნიშნავს, რომ ახალი დირექტორი მმართველი პარტიის დანიშნულია.

სკოლაში სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system