თავში

თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

​თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის 52-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში covid-19 გამოვლინდა. ვირუსი მე6-კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. სკოლის დირექტოტრის განცხადებით სასწავლო პროცესის შეჩერების საშიშროება არ არსებობს.

"ჩვენ მე-6 კლასელს დაუდასტურდა ვირუსი, ბავშვი ხუთშაბათს და პარასკევს იყო სკოლაში, მაგრამ მის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კვირას, ამიტომ ბავშვი ორშაბათიდან სკოლაში არ ყოფილა. მაშინვე შევატყობინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასწავლო პროცესი რომ შეგვეწყვიტა, ამის საშიშროება ნამდვილად არ არის. მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ თუ გადაწყვეტენ, დისტანციურ რეჟიმში გავაგრძელოთ ამ ბავშვებთან სწავლება,"-  განაცხადა 52-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანი გიორგაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system