თავში

თბილისის 8 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის 8 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის 8 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს

გლდანის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხინის ნაკვეთების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და ალეკო გობრონიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გობრონიძის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასხლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV, X კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების, ილია ნიჟარაძის, გიორგი ავალიშვილის, ავშნის, ნუშის, ისაკიანის, ჯანაშიას, გია რომელაშვილის, ანტონ II, მონადირის, ვახტანგ ფირცხალავას, ღრმაღელეს, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის და ვანათის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის, ვაჩნაძის, პუშკინის და გუდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ჯაფარიძის, რჩეულიშვილის, ზემო ვაკის, გალის, კეკელიძის, შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, სამშენებლო დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, ოსიპ მანდელშტამის, ხომლელის, კალოუბნის, ჯავახეთის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, წულუკიძის, ჩაჩუას, რამიშვილის, მხარგრძელის, ლაღიძის, რევაზ მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ქიზიყის, ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ჩხავერის და თაკვერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, ვაგზლის, შოთა ნიშნიანიძის, ცოტნე დადიანის და სადგურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის, ბარნოვის, ქობულეთის, მცხეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system