თავში

თბილისის ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა
თბილისის ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის N74-ე ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღიშნული, ორი აღსაზრდელის მშობელმა ადმინისტრაციას აცნობა, რომ ბავშვებს ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა.

„ოჯახმა გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ბაღს მოგვიანებით შეატყობინა, რომ მათ შვილებს აღმოაჩნდათ დაავადება მუნი და ამ ფაქტის გათვალისწინებით, მიეღოთ შესაბამისი ზომები. ბაღის ადმინისტრაცია დაუკავშირდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციების მიხედვით, ჩაატარა ყველა აუცილებელი სადეზინფექციო სამუშაო. ფაქტის გამო, სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა“, - აღნიშნულია ბაღების სააგენტოს ინფორმაციაში.   

უწყების ინფორმაციითვე, მუნის შემთხვევა სხვა ბაღებში არ დაფიქსირებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system