თავში

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება
თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 22 თებერვალს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია "თელასი" ავრცელებს. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ხარაბაძის, ბეგიაშვილის და ორბელების ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, წულუკიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ფერაძის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის და ჩუღურეთისრაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, აფხაზეთის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, ხუდადოვის, სამშვილდეს, წყაროს, არგვეთის, ტყეკულტურის, მეუნარგიას და ზაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება, - აღნიშნულია "თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system