თავში

თბილისის მერია 300 ახალ მიკროავტობუსს შეისყიდის

თბილისის მერია 300 ახალ მიკროავტობუსს შეისყიდის
თბილისის მერია 300 ახალ მიკროავტობუსს შეისყიდის

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია 300  მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერს გამოაცხადებს. შესყიდვას თავად მუნიციპალიტეტი განახორციელებს. 

ამის შესახებ ვიცე-მერმა განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც ერთობლივად უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალსიებას. უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით და ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი. დედაქალაქის მგზავრებს მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები მოემსახურება“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის განცხადებით, შემდგომ პერიოდში, როცა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მას ექნება შესაძლებლობა, ავტოპარკის ჩანაცვლება დაასრულოს და მერიის მიერ შეძენილი მიკროავტობუსებიც გამოისყიდოს.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და მგზავრობის საფასური არ გაიზრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system