თავში

თბილისის მერია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს წიგნებს გადასცემს

თბილისის მერია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცე
თბილისის მერია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს წიგნებს გადასცემს

პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ბიბლიოთეკების შევსება/განახლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის მემორანდუმი გაფორმდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება უსასყიდლოდ 13 000-ზე მეტ წიგნს გადასცემს.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც ისაუბრებენ.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გუგა მირიანაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურა წერეთელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system