თავში

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას იწყებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას იწყებს
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას იწყებს

დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დასაფინანსებლად საჭიროა სტუდენტები სწავლობდნენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზირებულ დაწესებულებაში ბაკალავრიატში, მაგისტრატურაზე ან დოქტორანტურაზე და მათ ოჯახებს სარეიტინგო ბაზაში არაუმეტეს 70 000 ქულა ჰქონდეთ.

კალაძის თქმით, სოციალური დახმარება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ სტუდენტების აკადემიური მოსწრების მიხედვით გაიცემა. კერძოდ, 51-დან 70-მდე ქულის მქონე სტუდენტებს 50%-ით დააფინანსებენ, 71-დან 90-მდე ქულის მქონეებს 70%-ით, 91-დან 100-მდე ქულის მქონეებს კი 100%-ით. 

განაცხადის შეტანის ვადა მერიაში მაისის ბოლომდეა. 

შეგახსენებთ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში ხდება. 

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი.

რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.

დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა უნდა წარადგინოს პირადად. განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მის: შარტავას ქ. N7. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system