თავში

თბილისის მერიამ დაზიანებული ხეების ჩანაცვლება დაიწყო

თბილისის მერიამ დაზიანებული ხეების ჩანაცვლება დაიწყო
თბილისის მერიამ დაზიანებული ხეების ჩანაცვლება დაიწყო

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე საბურთალოზე მიმდინარე განახლებით სამუშაოებს დაესწრო. მან განაცხადა, რომ მიმდინარე წელს 22 000 ხის მოჭრა დაავადებიდან გამომდინარე გახდა საჭირო, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ისინი, ახალი ჯანსაღი ხეებით ჩანაცვლდეს

„გამწვანების ისტორიულ აქციას ვატარებთ, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში დაახლოებით, 1000-მდე გამხმარი ფიჭვი იყო, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნიდა მთელი საბურთალოსთვის. მუნიციპალიტეტის მიერ, აქ 600 წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარე ირგვება. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ აღნიშნულ უბანში გარემოს დაცვითი პრობლემები გადაჭრილ იქნას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა 22 000 ხე მოჭრა. მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში მდებარეობდა. ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია არის „ავერსის“ საკუთრებაში. მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, რომ ჩვენს მიერ დარგულ ხეებს მომავალში სრულად მოუვლის. ეს არის თანამშრომლობის უნიკალური მოდელი და ყველა კერძო მესაკუთრეს მოვუწოდებთ, რომ სწორედ მსგავს რეჟიმში ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმაც მიიღო

აღნიშნულ ლოკაციაზე 150 ძირი კედარი, 50 ძირი ამბრის ხე, 50 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 50 ძირი უნგრული ცაცხვი, 50 ძირი ევროპული მუხა, 50 ძირი წვრილფოთოლა იფანი, 50 ძირი არღვანი, 50 ძირი უეკლო გლედიჩი, 50 ძირი იაპონური სოფორა და 50 ძირი კელრეუტერიის სახეობის ხეები დაირგვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system