თავში

თბილისის ნაწილს დღეს წყალი 24 საათით შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს წყალი 24 საათით შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს წყალი 24 საათით შეუწყდება

29 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძლადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაობს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 29 ივნისს 22:00 საათიდან 30 ივნისის 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - თემქის მე-3 მიკრორაიონის კვარტლებს;

ავჭალა 1-ში - გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის და ბრონშტეინის ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system