თავში

თბილისის რაიონები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის რაიონები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება
თბილისის რაიონები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, საბურთალოსა და ვაკის რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლისა (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system