თავში

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა - PHOTO

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა - PHOTO

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ე.წ მელიებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. 

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა.

"დღევანდელ პროტესტს ჩვენ პერფორმანსით გამოვთქვამთ. ახლა აქ მოვედით ე.წ მელიები რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებისგან შედგება და ჩვენ გვინდა ქართველ ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს პროცესი რომელიც ახლა მიმდინარეობს, ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს . ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები- ნიკა მელია და გიორგი რურუა, ამის გაკეთება ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ, თუმცა რაც უფრო გადადებენ პროცეს მით უფრო დაზიანდება მათი პოლიტიკური გუნდი და ქვეყანა",- განაცხადა აქტივისტმა. 

ცნობისთვის, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system