თავში

თბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თეთრი ხევის დასახლების, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, ჩანტლაძის და ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

14:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, ჭიჭინაძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system