თავში

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მირიანაშვილის, სვანიშვილის და ახალციხელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალსადენის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთვის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის და საბურთალოს რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკორაიონების, ფერაძის, სოლოღაშვილის, ალვა გოგიძის, ვიქტორ ნოზაძის, პიმენ ყურაშვილის, ირინა ენუქიძის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მირიანაშვილის, სვანიშვილის და ახალციხელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system