თავში

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ახვლედიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოსული ინფორმაციის თანახმად თბილისში, გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იყო ხანძარი და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მათი გადმოცემით, ხანძარი რესტორნის სამზარეულოში გაჩნდა, შემდეგ კი, შენობის მეორე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გავრცელდა. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, ხანძარი თბილისში, ახვლედიანის 14 ნომერში ირანული რესტორნის სამზარეულოში გაჩნდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system