თავში

თბილისში ბერლინის კედლის დანგრევის თარიღი წინსწრებით აღნიშნეს - PHOTO

თბილისში ბერლინის კედლის დანგრევის თარიღი წინსწრებით აღნიშნეს
თბილისში ბერლინის კედლის დანგრევის თარიღი წინსწრებით აღნიშნეს - PHOTO

ქეთევან ციხელაშვილმა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ მშვიდობის საერთაშორისო დღე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თარიღია.

„ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, მიმდინარე ოკუპაციისა და გამოწვევების ფონზე, ყოველდღიურ ამოცანას წარმოადგენს“, - განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიება ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავს მიეძღვნა, რომელიც 3 ოქტომბერს აღინიშნება. სახელმწიფო მინისტრთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ კნირშმაც მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system