თავში

თბილისში ჩინურ ვაქცინაზე სარეგისტრაციო ადგილები 2 საათში შეივსო

თბილისში ჩინურ ვაქცინაზე სარეგისტრაციო ადგილები 2 საათში შეივსო
თბილისში ჩინურ ვაქცინაზე სარეგისტრაციო ადგილები 2 საათში შეივსო

თბილისში ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" სარეგისტრაციო ადგილები 2 საათში სრულად შეივსო.

რეგისტრაცია გუშინ, 27 აპრილს, 20:00 საათზე დაიწყო, 22:00 საათის მონაცემებით კი არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის.

თბილისისგან განსხვავებით, თითქმის ყველა რეგიონის კლინიკებშია თავისუფალი ადგილები.

ჩინური ვაქცინით აცრა 5 მაისიდან დაიწყება და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ამის შემდეგ კი რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.

ცნობისთვის, საქართველოს "სინოფარმის" 100 000 დოზა აქვს შეძენელი.  ჩინური ვაქცინით აცრაზე დარეგისტრირება 18 წელს ზემოთ ნებისმიერი მოქალაქეს შეუძლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system