თავში

თბილისში ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდება

თბილისში ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდება
თბილისში ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდება

დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჭკვიანი შუქნიშნების პროექტს ახორციელებს. 

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, შუქნიშნებზე დეტექტორები დამონტაჟდება, ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ნაკადების ოპტიმალური მართვა. 

”დღეს პატრულ-ისპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა, ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას. ეს არის ნაკადების მართვის ჭკვიანი სისრტემა, რომელიც გამოყენებულია ყველა განვითარებულ ქალაქში“,- განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ნაკადების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მიზანი ნაკადების ისე გადანაწილებაა , ქალაქში ნაკლები საცობი მივიღოთ.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, სისტემა ქალაქში ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system