თავში

თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა

თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა
თბილისში დაუნის სინდრომის ცენტრი გაიხსნა

თბილისში დაუნის სინდრომის ასოციაციის ცენტრი გაიხსნა. ასოციაციას, საკუთარი საქმიანობის განხორციელების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩიქოვანის ქუჩაზე 96 კვადრატული მეტრი სარემონტო ფართი გადასცა, რომლის გარემონტებაც ორგანიზაციამ ორწლიანი უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარ თავზე აიღო. სარემონტო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 32156 ლარი შეადგინა.

ცენტრის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მსგავსი ტიპის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ მშობლებზე. აქ იმოქმედებს ცხელი ხაზი და იქნება საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მიმართულია დაუნი სინდრომის მქონე ადამიანების ადრეული ასაკიდან ჩართვისკენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ცენტრი აერთიანებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც მოიცავს: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლებასა და განვითარებას, ოჯახების ინფორმირებასა და გაძლიერებას, ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას, სპეციალისტების პროფესიულ ზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ამჟამად, ორგანიზაცია აერთიანებს 600-მდე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის ოჯახს ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის 300-მდე ოჯახს თბილისის მუნიციპალიტეტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system