თავში

თბილისში, ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების სახელი მიენიჭა

თბილისში, ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების სახელი მიენიჭა
თბილისში, ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების სახელი მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ძმების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი მიენიჭა. სკვერში შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. ღონისძიებას დაღუპული ძმების დედა ესწრებოდა.

ძმები წიკლაურები 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ.

საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო სწორედ ძმები წიკლაურების და მათი მსგავსი გმირების თავდადებაზე დგას.

„ძმები წიკლაურები აფხაზეთის ომის გმირები არიან, რომლებიც ბაბუშერაში დაიღუპნენ. ბაბუშერაში დატრიალებული ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისია მოხარულია, რომ ჩვენი დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ასეთი გმირების სახელების უკვდავყოფის მონაწილეა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ჩვენი მხრიდან ის სწორი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ იმათ სულებს უკვდავყოფთ, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და თავისუფლებას", - განაცხადა ნიბლოშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ომში დაღუპული ძმების თანამებრძოლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system