თავში

თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოვლინდა

თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოვლინდა
თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოავლინეს. 

სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარდა, რაც ხორცის რეალიზაციიდან ამოღებასა და განადგურებას გულისხმობს. 

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა.

უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს, კერძოდ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და მავნე სურსათის რეალიზების აღკვეთის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამსახურთან.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system