თავში

თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში მოძრაობა შეიზღუდება
თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო, გარკვეულ მონაკვეთზე, 2 მარტამდე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს. 

"თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას აწარმოებს.

პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი, მოძრაობა ერთი დღით - პირველი მარტიდან 2 მარტამდე, ორმხრივად შეიზღუდება. შემდგომ დღეებში, 31 მარტამდე, როგორც სამუშაოების დროს იყო

გათვალისწინებული, მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით, კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!"- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system