თავში

თბილისში მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

თბილისში მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
თბილისში მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 16 ნოემბერს ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიკლებს და იწვიმებს. 17-18 ნოემბერს გამოიდარებს და ჰაერი +14, +15 გრადუსამდე გათბება.

16 ნოემბერს იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, ტემპერატურა კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს. ხოლო 17 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში თოვლჭყაპს ელოდებიან, ტემპერატურა +7 გრადუსამდე შემცირდება. 18 ნოემბრიდან გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

თბილისში  16 ნოემბერს იწვიმებს და +12 გრადუსი იქნება. 17 ნოემბერს დედაქალაქშიც თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ტემპერატურა დაიკლებს და მაქსიმუმ +7 გრადუსამდე გათბება. 18 ნოემბრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. ტემპერატურა კი მცირედით, +8 გრადუსამდე მოიმატებს.

მთაში 16 ნოემბერს თოვლს ელოდებიან. ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით ჰაერი მაქსიმუმ +3 გრადუსამდე გათბება. 18 ნოემბრიდან აქაც გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მტება მოსალოდნელი არ არის და დღისით ჰაერი მაქსიმუმ +3 გრადუსამდე გათბება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system