თავში

თბილისში მშენებარე კორპუსის კედელი წაიქცა

თბილისში მშენებარე კორპუსის კედელი წაიქცა
თბილისში მშენებარე კორპუსის კედელი წაიქცა

თბილისში, დიდ დიღომში ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია. შემთხვევა დავარის ქუჩის 48 ნომერში მოხდა.

კედლის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"მთელი "გულით და სულით" ნაშენები კედელი გადმოანგრია, რომელიც მიეყრდნო გვერდით მდგომ კორპუსს", - წერს Facebook მომხმარებელი.

ასევე, ძლიერი ქარის გამო, გვიან ღამით სამართალდამცველებმა დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის მონაკვეთი გადაკეტეს. ადგილობრივების თქმით მშენებარე კორპუსიდან ნივთები ცვიოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system