თავში

თბილისში "ნიკორას" თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თბილისში "ნიკორას" თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
თბილისში ნიკორას თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სუპერმარკეტ "ნიკორას" ერთ-ერთ ფილიალში ორ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა.  

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღევანდელი დადასტურებული 38 შემთხვევიდან, 2 სწორედ სასურსათო მაღაზიის თანამშრომელია. 

„დღევანდელი დადასტურებული შემთხვევებიდან 2 არის სწორედ სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. არანაირი პრობლემა არ არის, დავასახელებ მაღაზიას. ეს არის დიდი ქსელური მაღაზია. მათ გაატარეს უკვე საჭირო ზომები, შეცვალეს პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათი კვლევები. ეს არის „ნიკორა“. სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system