თავში

თბილისში სანიაღვრე ჭების სახურავების ქურდობის ფაქტები ფიქსირდება

თბილისში სანიაღვრე ჭების სახურავების ქურდობის ფაქტები ფიქსირდება
თბილისში სანიაღვრე ჭების სახურავების ქურდობის ფაქტები ფიქსირდება

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა", - ამის შესახებ კომპანია "თბილსერვის" ჯგუფი აცხადებს. 

კომპანიის თქმით, ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. 

"ღია ჭები საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ავტომანქანების მძღოლებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პარალელურად, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ ჭების დახურვის პროცესი მიმდინარეობს", - აცხადებენ თბილსერვის ჯგუფში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system