თავში

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა - ინფორმაცია ახლდება

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება - ინფორმაცია ახლდება
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა - ინფორმაცია ახლდება

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე, 38 ნომერში მოხდა. 

მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გადმონგრეულია კორპუსის მეხუთე სართული და სავარაუდოდ, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. 

report.ge დამატებით დეტალებს არკვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system